ეს ვებსაიტი იყენებს ქუქი-ჩანაწერებს

გაცნობებთ, რომ ეს ვებსაიტი, მისი მოსახერხებელი და მაღალეფექტიანი მოხმარებისათვის, იყენებს საკუთარ, ტექნიკურ და მესამე მხარის ქუქი-ჩანაწერებს. აგრძელებთ რა ამ ვებსაიტის მოხმარებას, თქვენ გამოხატავთ თანხმობას ქუქი-ჩანაწერების გამოყენებაზე.

პირადი სივრცე

ჩვენ შესახებ

კომპანია „დი-ეი-სი“ დაფუძნდა 2001 წლის დეკემბერში. მას შემდეგ მისი მუშაობის ძირითადი მიმართულებაა ელექტრონული სათადარიგო ნაწილებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა; აგრეთვე გამზომი ხელსაწყოები, ელექტრონული სახელოსნო აპარატურა, ელემენტები, აკუმულატორები, დამტენები და მრავალი სხვა. კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციითა და მომსახურებით უზრუნველყოს მომხმარებელი. დღეს „დი-ეი-სი“ ლიდერია საქართველოს ბაზარზე მოცემულ სექტორში, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ გაფართოვდეს. დღეისათვის ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია სამ ფილიალში, რომლებიც მდებარეობს:

  1. თბილისი, საბურთალო, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი № 7
    ტელ: 032 299 09 29
  2. თბილისი, დიღმის მასივი, ნოდარ ბოხუას ქუჩა № 4
    ტელ: 032 218 21 00
  3. თბილისი, ისანი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. № 71ბ
    ტელ: 598 76 09 29

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მისაღებ ფასში შევთავაზოთ ხარისხიანი და მის საჭიროებებზე მორგებული პროდუქცია. ჩვენს მაღაზიებში დაგხვდებათ მყუდრო გარემო, პროდუქციის ფართო არჩევანი და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი პროდუქციის შეძენაში.

მრავალწლიანი საქმიანობიდან გამომდინარე, კომპანია პასუხისმგებელია გაყიდვაში არსებული პროდუქციის ხარისხზე; ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებელთა კმაყოფილება, რათა კვლავაც წარმატებით გავაგრძელოთ საქმიანობა და შემოგთავაზოთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

ჩვენი გუნდი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ზრუნავენ თქვენთვის სწორი ინფორმაციის მოწოდებასა და თქვენს კმაყოფილებაზე.

„დი-ეი-სი“ კვლავაც გეგმავს შემდგომ გაფართოებას, რათა მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს ისარგებლოს მაღალი ხარისხის მომსახურებით საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ვებგვერდი დაგეხმარებათ!