ვებსაიტის მოხმარების წესები და პირობები

https://www.dac.ge ვებსაიტის მოხმარებისთვის არსებული წესები (შემდგომში – „წესები“) არეგულირებს, შპს „დი.ეი.სი.“-ისა (შემდგომში – „მფლობელი“) და ვებსაიტის https://www.dac.ge მომხმარებელი ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირის (შემდგომში – „მომხმარებელი“) ურთიერთობებს.

იმ მომხმარებლებზე, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან აღნიშნულ ვებსაიტზე, ბრაუზერში მისი ჩატვირთვის მომენტიდან, მოქმედებს წესების შემდეგი პირობები: „ინტელექტუალური საკუთრების დაცვა“.

ვებსაიტზე რეგისტრირებულ მომხმარებლებზე ვრცელდება წესები სრული მოცულობით, რეგისტრაციის გავლის მომენტიდან.

მომხმარებელი ვალდებულია მიიღოს და დაიცვას მისთვის განკუთვნილი წესები უპირობოდ და სრულად, ან დატოვოს ვებსაიტი https://www.dac.ge (შეწყვიტოს მისი ნებისმიერი მომსახურების გამოყენება).

მომსახურების ჩამონათვალი

იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც არ გაუვლია ავტორიზაცია ვებსაიტზე, ხელმისაწვდომია შემდეგი მომსახურებები:

ავტორიზებული მომხმარებლისათვის დამატებით ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სერვისი:

არსებული წესები არეგულირებენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისების მუშაობას, მათ ცვლილებას, განახლებას, ან ახალი მომსახურების შემუშავებას.

მფლობელი ვალდებულია შეინარჩუნოს სერვისები აქტუალურ მდგომარეობაში, უზრუნველყოს მისი წვდომა და იმოქმედოს კეთილსინდისიერად.

მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს მისთვის გათვალისწინებული სერვისები ინფორმაციის მიღების, შეკვეთების განხორციელების, მფლობელთან ურთიერთობის მიზნით; იმოქმედოს კეთილსინდისიერად, არ მიაყენოს რაიმე სახის ზიანი არსებულ ვებსაიტს. მომხმარებელს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი სურვილები, წინადადებები, პრეტენზიები ვებსაიტის და მისი სერვისების მუშაობის ხარისხთან და მათ განახლებასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებით შემდეგ მისამართზე: info@dac.ge ან ტელეფონით: (0 32) 299 09 29.

მფლობელი აცნობებს მომხმარებელს, რომ სერვისებით სარგებლობისათვის აუცილებელია კომპიუტერისა და ინტერნეტში წვდომის (WWW) არსებობა. ამ პირობას უზრუნველყოფს მომხმარებელი დამოუკიდებლად.

თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით იმ გარემოებას, რომ ყველა სერვისი ვებსაიტზე წარმოდგენილია „როგორც არის“, და რომ მფლობელი არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის შეყოვნებაზე, ვებსაიტზე წარმოდგენილ არასწორ ან დაკარგულ ინფორმაციაზე.

ვებსაიტზე შესაძლოა იქნას წარმოდგენილი სხვა რესურსების ბმულები, რომელთა ხელმისაწვდომობაზე, უსაფრთხოობასა და კანონიერებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მფლობელი მომხმარებლის წინაშე პასუხს არ აგებს.

ვებსაიტზე რეგისტრაცია

ვებსაიტზე რეგისტრაცია ხორციელდება მომხმარებლის მიერ დამოუკიდებლად, ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსებით. წესებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობას, აქტუალურობასა და სისრულეს.

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, მომხმარებელი იღებს შექმნილი ანგარიშის აქტივიზაციის ბმულს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ საფოსტო მისამართზე.

იმ შემთხვევაში, თუ მფლობელს ეჭვი შეეპარება მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში, მას უფლება აქვს შეაჩეროს მისი რეგისტრაციის მოქმედება, დაბლოკოს ან გააუქმოს მისი რეგისტრაცია, ან შეზღუდოს მის მიერ ვებსაიტზე ზოგიერთი, ან ყველა სერვისების გამოყენება.

მფლობელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მოსთხოვოს მომხმარებელს მის მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უარს განაცხადებს ხსენებული ინფორმაციის წარმოდგენაზე, ამას მოჰყვება იგივე შედეგი, რომელიც გათვალისწინებულია არასრული, არააქტუალური ან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში.

ანგარიშის შექმნის შემდეგ, მომხმარებელი იღებს წვდომას მფლობელის ვებსაიტის სერვისების პერსონალიზებულ ნაწილთან.

მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოობა, პასუხს აგებს ყველა იმ მოქმედებაზე, რომელიც განხორციელდება ვებსაიტზე მისი სახელით და ანგარიშიდან, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მფლობელს საკუთარი ანგარიშის არასანქცირებული წვდომის შესახებ.

მომხმარებელი ვალდებულია დამოუკიდებლად და კეთილსინდისიერად უზრუნველყოს მუშაობის უსაფრთხო დასრულება – ანგარიშიდან გასვლა ვებსაიტის სერვისებთან ყოველი სამუშაო სესიის დასრულებისას.

მონაცემთა დაზიანებითა და დაკარგვით გაპირობებულ ნებისმიერ ზარალზე და ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისა და ანგარიშის გამოყენების პირობების დარღვევით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

ვებსაიტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელი იძენს საკუთარი ანგარიშით სარგებლობის უფლებას, რომელიც საჭიროა ვებსაიტის სერვისების გამოსაყენებლად და შეინარჩუნოს იგი მესამე პირისთვის დროებით ან მუდმივ სარგებლობაში გადაცემის გარეშე. მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ გამოიყენებს მესამე პირის ანგარიშს. წარმოდგენილი აბზაცის პირობების დარღვევის და შესაძლო ნეგატიური მატერიალური და მორალური (მათ შორის რეპუტაციული) ზიანის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ენიჭება მომხმარებელს.

ვებსაიტზე და მომხმარებლის ანგარიშზე განთავსებული შინაარსი უნდა იყოს კანონიერი, ეთიკური. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას დაიცვან მფლობელის, მომხმარებლისა და მესამე პირის საავტორო უფლებები. დაუშვებელია მავნე, მუქარის, შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული ინფორმაციის განთავსება ნებისმიერი პირის მიმართ, რაც შესაძლებელია იქნას გამოხატული სხვა ვებსაიტების ბმულების განთავსებით, რომლებმაც შესაძლოა მოიცავდნენ ამგვარ ინფორმაციას.

მომხმარებელი ადასტურებს, რომ მფლობელი არ არის ვალდებული გადახედოს ნებისმიერი შინაარსის კონტენტს მისი განთავსების წინ და აგრეთვე ის გარემოება, რომ მფლობელს უფლება აქვს (მაგრამ არა ვალდებულება), თავისი შეხედულებისამებრ უარი განაცხადოს კონკრეტული კონტენტის განთავსებაზე ან წაშალოს კონკრეტული კონტენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ვებსაიტის ერთ-ერთი სერვისის გავლით. მომხმარებელი პასუხისმგებლობას იღებს დამოუკიდებლად შეაფასოს ყველა სახის რისკები, რომლებიც დაკავშირებული იქნება კონტენტის გამოყენებასთან, მათ შორის მის სანდოობასთან, სისრულესთან ან სარგებლობასთან დაკავშირებით.

მომხმარებელი ვალდებულია არ განახორციელოს იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააბრკოლებს ვებსაიტის მუშაობას, არ იმოქმედოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით, და აგრეთვე ვალდებულია თავი შეიკავოს სხვა პირების პერსონალური მონაცემების მოგროვებისა და შენახვისგან.

მფლობელს უფლება აქვს გაუგზავნოს მომხმარებელს საინფორმაციო შეტყობინებები.

ანგარიშის მუშაობის შეწყვეტა ან შეჩერება

მფლობელი იტოვებს უფლებას მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის ანგარიშის მუშაობა და მისი წვდომა ვებსაიტის სერვისებთან, წაშალოს ნებისმიერი კონტენტი განმარტების გარეშე, მათ შორის არსებული წესების დარღვევის შემთხვევაში.

ანგარიშის მუშაობის შეჩერება დასაშვების იმ შემთხვევაში, თუ:

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა არ გაააქტიურა საკუთარი ანგარიში ვებსაიტზე უკანასკნელი სტუმრობიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს მისი ანგარიში.

მფლობელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს საკუთარი ანგარიში ვებსაიტზე.

ვებსაიტის სერვისების მოქმედების ვადა განისაზღვრება მფლობელის მიერ, მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა საკუთარ სერვისებთან წვდომის შეზღუდვის შემთხვევაში.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა

ვებსაიტის სერვისების შემადგენელი პროგრამები, და აგრეთვე თვით სერვისები წარმოადგენენ მფლობელის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მომხმარებელი ვალდებულია ნაწილობრივ ან სრულად არ გამოიყენოს, არ გაიმეოროს და არ მოახდინოს ვებსაიტის სერვისების კოპირება რაიმე კომერციული მიზნებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს შეთანხმებულია მფლობელთან, და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ნებართვა მოპოვებულია მფლობელისგან წერილობითი ფორმით.

იმ შემთხვევაში, თუ მფლობელისგან მიღებულია აღნიშნული წერილობითი ნებართვა ინფორმაციის გავრცელების შესახებ, აუცილებელია პირველადი წყაროს (https://www.dac.ge) ან მისი კონკრეტული გვერდის ბმულის მითითება.

კომერციული საიდუმლო

ნებისმიერი ინფორმაცია (მონაცემები, ინფორმაცია და ა.შ.), რომელიც გადაეცემა მომხმარებლისგან მფლობელს და მფლობელისგან მომხმარებელს, წარმოადგენს მხარეთა კომერციულ საიდუმლოებას. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას არ გაანდონ მესამე მხარეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია ვებსაიტის სერვისების მოხმარების შედეგად, გადა მხარეთა წერილობითი შეთანხმების არსებობის შემთხვევისა.

დასკვნითი დებულებები

არსებული წესები შესაძლებელია იქნას შეცვლილი, ან განხორციელდეს მათში დამატება მფლობელის მხრიდან, სპეციალური შეტყობინების გარეშე; წესების ახალი რედაქცია შედის ძალაში ვებსაიტზე მისი პუბლიკაციის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი რაიმე სხვა დებულება არ არის გათვალისწინებული შეთანხმების ახალ რედაქციაში. წესების მოქმედი რედაქცია მუდმივად განთავსებულია ვებსაიტის შემდეგ მისამართზე: https://www.dac.ge.

მფლობელისა და მომხმარებლის ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხსენებული ურთიერთობები შესაძლებელია იქნას რეგულირებული მომხმარებლის ადგილმდებარეობის ქვეყნის კანონმდებლობა, რომელიც არ არის რეგულირებული საქართველოს კანონმდებლობით.